Friday, May 15, 2015

მწვანე კუთხე

პროექტის სახელწოდება: მწვანე კუთხე.
პროექტის  მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ბიოლოგიის კაბინეტში მწვანე კუთხის მოწყობა.
პროექტის აქტუალობა: თანამედროვე სამყაროში გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცევა ცოცხალი ორგანიზმების ზრდის და განვითარების პროცესებს. ეს პროექტი განავითარებს მოსწავლეებში მცენარეების მოვლასთან დაკავშირებულ უნარებს.
პროექტის მიზნები: მოსწავლემ უნდა შეძლოს მცენარეთა ტიპის განსაზღვრა და მის მოვლასთან დაკავშრებული პროცედურების შესრულება.
მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: მთელი წელი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
1.
მოსწავლეები ახერხებენ მცენარის ტიპის განსაზღვრას და სწორად ადგენენ მოვლის  პროცედურებს.
2.
ბიოლოგიის კაბინეტში შეიქმნება ესტეტიკურად სასიამოვნო მწვანე კუთხე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სხვადასხვა ტიპის მცენარეები(კაქტუსები და ფართოფოთლომანი მცენარეები), ინტერნეტი საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.
მოსწავლეებს მოაქვთ განსხვავებული ტიპის მცენარეები.
2.
გარეგნული ნიშან-თვისებებით ადგენენ მცენარეების ბუნებრივ გარემოს.
3.
განსაზღვრავენ მოვლის პროცედურებს თითოეული მცენარისთვის.
4.
მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეთა ჯგუფი ახორციელებს მცენარეების მოვლას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცოცხალი სამყაროს ისტორიულ განვითარებაზე,  დაუკავშიროს ორგანიზმთა მრავალფეროვნება ევოლუციურ პროცესს.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ეთერ ჯამარჯაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   ejamarjashvili1@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://eterjamarjashvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment